ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას ოპერაცია დასრულდა და ის ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის „ემერჯენსის“ განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განუცხადა, პაციენტის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
„მას სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, ჩაუტარდა ოპერაცია და ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინტენსიურ თერაპიაშია. მხედველობის მიმართულებით მისი მდგომარეობა როგორია, ჯერ არ ვიცით, გვეცოდინება დილით. ოპერაციული ჩარევა თვალთან მიმართებით არ ყოფილა“, - განაცხადა ანა დალაქიშვილმა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე დღეს დააკავეს, ნაცემია. მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
0
0
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
25/05/2026