
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, საინიციატივო ჯგუფის “საქართველოს ახალგაზრდული კონგრესის” წარმომადგენლებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
სემეკის თავმჯდომარემ, ლექციის ფორმატში, ახალგაზრდული კონგრესის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობაზე, სატარიფო პოლიტიკასა და განახლებადი ენერგიების ხელშეწყობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე.
საჯარო ლექციის შემდეგ, კონგრესის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სემეკში დამონტაჟებული მზის ელექტროსადგური და გაეცნენ სადგურის მუშაობის სპეციფიკას.
0
0