17/03/2023
14:27
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ქ. ბათუმში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა. კვირეულის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ბათუმის მერიის, მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ ასევე, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიებაზე იმსჯელეს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა შესახებ, განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები. უწყებების წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 13-17 მარტს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მარეგულირებელმა უწყებებმა სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, არსებული გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირების კამპანიების ეფექტიანობა და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს.
0
0