
წმინდა საყდართან (ვატიკანი) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით მექვაბიშვილმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მალტის წმინდა იოანეს სახელობის სამხედრო სუვერენული ორდენის გენერალურ მდივანს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, მის აღმატებულება ჯამპაოლო კანტინის.
რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა შეხვედრა საქართველოს ელჩსა და მალტის ორდენის გენერალურ მდივანს შორის.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და მალტის ორდენს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისკენ.
მალტის ორდენის გენერალურმა მდივანმა წარმატებები უსურვა ახლად დანიშნულ ელჩს და სურვილი გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0