
ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს – ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა.
„ეს არის იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ სამშვიდობო, შემრიგებლური პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით აქვს ჩვენს ხელისუფლებას, იგივე აფხაზეთთან დაკავშირებით. ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, იქ გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. საერთოდ რაზეა საუბარი, სადღაც 3-4 ტონა ბენზინზე და სპეკულაციურად, უსირცხვილოდ საუბრობენ, თითქოს ამით რუსული სამხედრო მანქანა ფინანსდება. იმდენად არაადეკვატურია ეს გამონათქვამი, თვითონ თუ სჯერათ, არ ვიცი. ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0