
პოლიტიკურ შაპიტოს და სამარცხვინო ქცევას იმ ადამიანისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, წერტილი დაესვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა სამართლის აღსრულებაა.
„ბუნებრივია, სახელმწიფომ წერტილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დასკვნიდან გამომდინარე დაუსვა. საზოგადოებამ იცის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირს, რომ მან სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრი მოიხადოს. მისი ადგილი იქ არის, სადაც სხვა პატიმრების, პენიტენციურ დაწესებულებაში. ევროკავშირისა და სხვა ელჩების წარმომადგენლებისგან ტყუილების კასკადი და ცრუ დემარშები კარგად გვახსოვს. პოლონეთიდან შემოსული ექიმების მცდელობაც, რომ დნმ-ის მასალაც გაეტანათ უჩუმრად, რათა სააკაშვილის ჯანმრთელობა მანიპულირება მოეხდინათ. ის გამორჩეული მოვლენა, რომელსაც დემენციით შეპყრობილი ადამიანის განკურნება ჰქვია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა და დაესვა. სადაც მსჯავრდებულის ადგილია და სადაც მას მსჯავრის მოხდის ადგილსამყოფელი განუწესდა, იქ უნდა მოიხადოს. ამიტომ, ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლის აღსრულებაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
0
0