
ევროსტრუქტურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლა და ძალმომრეობა არაერთგზის გვსმენია, გვახსოვს, რა იკადრეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს პედალირების ინსტრუმენტად დარჩენილი აქვთ მხოლოდ უვიზო მიმოსვლის საკითხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში მათი შანტაჟის მექანიზმები ყოველგვარი დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე დარჩება.
„ერთია, საღი აზრი, რომელიც პერიოდულად, მაგრამ მაინც ისმის ევროსტრუქტურებიდან, მაგრამ მეორეა, ის პოლიტიკურად დატვირთული, ნეგატიური, თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი დამოკიდებულება და პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, რა ასპექტშიც ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. ვნახოთ, რა გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
0
0
24 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
22/12/2025