04/02/2022
16:49
სამართალი
დავით კირკიტაძის განცხადებით, ის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება, რადგან ბრალი არის აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული და სასაცილო.
"ამ ბრალს არაფრის ფასი არ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ტექსტში, ამ ფურცლებზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" ამომიბეჭდა წერია ღირებული, ეს დავწერე მე - "თავისუფლება მიშას", დანარჩენი არის აბსურდი და სასაცილო. პროკურატურა რას ითხოვს ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მცხოვრებლები. ჩვენ მათ თხოვნას ვუპასუხებთ ადეკვატურად და "ქართული ოცნება" პასუხობს პროკურატურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პოლიტიკური პოლიციით", - განაცხადა კირკიტაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების, მათ შორის, პარლამენტის წევრის დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
0
0