05/06/2023
11:26
პოლიტიკა
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
FARA-ში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ლობისტური კომპანია „ფორმულას“ გარშემო შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციას ამერიკულ მედიას, ანალიტიკურ ცენტრებსა და ორგანიზაციებს მიაწვდის. ჯამში ტელევიზია მომსახურებაში 420 ათას დოლარს იხდის. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ინფორმაციის გავრცელებას ითვალისწინებს ხელშეკრულება.
„პროექტი მოიცავს:
შეტყობინებებისა და მასალების შედგენა და გადახედვა „ფორმულის“ პრიორიტეტების გასაუმჯობესებლად შეერთებულ შტატებში.
საინფორმაციო-განმარტებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამის ამერიკულ მედიასაშუალებებთან.
ამერიკული მედიასაშუალებების მონიტორინგი შესაბამის საკითხებზე, რომელიც ეხება „ფორმულის“ პრობლემებს.
ანაზღაურებადი ძალისხმევის განვითარება და ხელშეწყობა მედიაში.
შეთანხმების მოქმედების დაწყებად ითვლება თარიღი, როდესაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და გრძელდება 12 თვე. „ფორმულა“ გადაუხდის Cornerstone-ს კუთვნილ თანხას და ხარჯებს, რაც გათვალისწინებულია შეთანხმებით, მანამ, სანამ ხელშეკრულების გაწყვეტა ძალაში შევა.
მომსახურების ანაზღაურება მოხდება ოთხჯერ, 105 ათასი დოლარის ოდენობით. პლუს გონივრული და ჩვეულებრივი ხარჯები ნებისმიერ მგზავრობის გათვალისწინებით, რომელიც დამტკიცებულია „ფორმულას“ მიერ“, - აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
0
0