
ჰოლანდიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში ღიად ჩართვას აანონსებს. ასევე ავრცელებს წერილსაც, სადაც არახამია თავს წარმოადგენს უცხოეთში მოღვაწე ქართველად და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო აქტიურად ჩაერთოს ქართულ პოლიტიკაში.
არახამია აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტ დეტალსაც იტყვის თანამებრძოლებთან ერთად. ის აღნიშნავს, რომ ეს თითქოს სპონტანური გადაწყვეტილებაა , თუმცა წერილის შინაარსი სულ სხვაგვარად გამოიყურება.
მას წარმოდგენილი აქვს კონკრეტული გეგმები, როგორ ხედავს პოლიტიკაში საკუთარ აქტივობას. არახამია კონკრეტულ პროექტებზეც საუბრობს. ის ასევე აცხადებს, რომ გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მიერ „ვარდების რევოლუციით“ დაწყებულ საქმეს.
„დადგა დრო ღიად ჩავება ქართულ პოლიტიკაში და შევიტანო წვლილი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი პრორუსული კლანისგან ჩემი სამშობლოს გათავისუფლებაში“, - აღნიშნავს არახამია წერილში, რომელსაც ნიდერლანდური გამოცემა იმოწმებს.
წერილში არახამია წერს, რომ ითანამშრომლებს ყველა დასავლური ყაიდის ქართულ პარტიასთან, კერძოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ ნაციონალურ მოძრაობასთან.
0
0
მაკა ბოჭორიშვილი სერბ კოლეგას შეხვდა
15/05/2025