
“მეთორმეტე დღეა და კიდევ ვეძებ დეიდაშვილს, კოტე მაისურაძეს და პატარა ტასოს, ანასტასია დუდაშვილს. ამდენი ხნის განმავლობაში, არ მაქვს დრო, ვილაპარაკო ის, რაც თქვენამდე უნდა მოვიტანო. დამაცადეთ, დამელოდეთ, მოთმინება იქონიეთ, არაფერს არ დაგიმალავთ, უბრალოდ ყველაფერს თავისი დრო აქვს", ამის შესახებ მარიტა გუტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ვიდრე ყველა დაკარგულ ახლობელს არ იპოვის, კომენატრების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
“მივიყვან ყველას სახლში, მეყოლება ყველა ახლოს. დამელოდეთ, ყველას ყველაფერს გაგაგებინებთ დაწვრილებით. მე ვარ ადამიანი, შტერი ადამიანი, რომელსაც ტყუილის თქმა არ შეუძლია. ორი ადამიანი მაკლია 9-იდან, მათ ვეძებ, დავდივარ და ფრჩხილები ნახეთ, რას მიგავს, ტალახიანი მაქვს. ძალიან გთხოვთ, დამელოდეთ, წინასწარ კომენტარს ნუ გააკეთებთ, რატომ არ ამბობ რაღაცას, რატომ მალავ, რას გულისხმობ”, - ამბობს მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის შედეგად 9 ახლობელი დაკარგა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
სტიქიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 8 ადამიანის ძებნა შველის ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
5 გარდაცვლილის იდენტიფიცირება კვლავ ვერ ხერხდება.
0
0