15/03/2022
15:37
პოლიტიკა
მისივე თქმით, ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან.
„უკრაინა მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც უწევენ დახმარებას ჩვენს მოქალაქეებს, რათა მიიღონ და დასაქმდნენ მეზობელ ქვეყნებში. დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება. უკრაინელები საქართველოში შემოსვლას 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყებენ. ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან. ჩვენი საელჩო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინულ-რუსული ომის გამო“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.
0
0