-share.jpg)
ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციის ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
ომბუდსმენმა ყველა დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან.
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა.
3 აპრილს პარლამენტში რამდენიმე დაპირისპირება გამოიწვია „ოცნების“ გადაწყვეტილებას, ე.წ. „აგენტების კანონის“ ხელახლა ინიციირების შესახებ. სწორედ, ამ დროს ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა. მან თქვა: „ესაა მოუ***ნელი ქალების სინდრომი“.
0
0