"დაუშვებელია რევოლუციური სცენარი, შტურმი სახელმწიფო შენობებზე, პიკეტირება!!
მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გზით, რომელიც გაიმართება ოქტომბრის თვეში" - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ლევან არველაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გამოკვეთა რეალური გეგმა, რაც ჩვენს ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დიდი ხნის წინ იქნა დაგეგმილი და მის განხორციელებას ცდილობენ.
დაუშვებელია რევოლუციური სცენარი, შტურმი სახელმწიფო შენობებზე, პიკეტირება!!
მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებისა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოების საკითხები. საქართველოში ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნების გზით, რომელიც გაიმართება ოქტომბრის თვეში. ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს სრული უფლება გამოხატოს თავისი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც საქარათველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული,სწორედ, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დამკვიდრდა სიტყვის და გამოხატვის მაღალი სტანდარტი.
ყველას გელოდებით საარჩევნო ყუთთან. წარმატება, მშვიდობა, სწორი განვითარება ჩვენს ქვეყანას! ღირსებით ევროპისკენ" - წერს ლევან არველაძე.
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025