23/08/2022
12:36
პოლიტიკა
დაუშვებელია, თან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო, ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე და პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, ასეთ დროს, საქმე გვაქვს მოვალეობების აღრევასთან ან ორმაგ სტანდარტებთან. მისივე თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რა ამოცანები და მიზნები აქვს.
„მთელ ამ პროცესში ყველაზე უარყოფითი არის ის, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, სამოქალაქო სექტორში ორმაგი სტანდარტი დაამკვიდრონ და არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დისკრედიტაცია მიაყენონ. დაუშვებელია, თან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი იყო და ამავე დროს, პირდაპირ პოლიტიკური ულტიმატუმებით გამოდიოდე და პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი იყო. ეს ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ამ ყველაფერში კიდევ უარესია ის, რომ ეს ადამიანები არ ცდილობენ, აღიარონ, ისინი არიან კონკრეტული პარტიის ნაწილი და არა სამოქალაქო სექტორის მოვალეობის მაყურებელი.
როცა საზოგადოებას ეუბნები, რომ სამოქალაქო სექტორი ხარ და სინამდვილეში გაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, აფილირებული ხარ უშუალოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი არ ხარ და საზოგადოებას ატყუებ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვის რა ამოცანები და მიზნები გააჩნია. მიმდინარე პროცესი არის ლუსტრირების, რადგან ყველა ვალდებული ვართ, ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ და ორმაგი სტანდარტების გამოყენება მიუღებელია. როცა მარგინალური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილი ხარ და თან ცდილობ, სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ან მოვალეობების აღრევასთან გვაქვს საქმე, ან ორმაგ სტანდარტებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა
0
0