
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის გორის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია ყოველწლიურად ერთჯერადი სოციალური დახმარება - 500 ლარის ოდენობით, ასევე, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო - სარეაბილიტაციო ღონისძიებებისა და მედიკამენტებისთვის წელიწადში 500 ლარი.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო გზავნილების შესაბამისად წელს მეთერთმეტცცედ აღინიშნება. ყოველ წელს გზავნილები მოიაზრებს ყველა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრების მანძილზე ხვდებათ.
2022 წლის გზავნილია #ინკლუზიანიშნავს, რაც გულისხმობს ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე პირების სკოლასა და დასაქმების სივრცეში ინკლუზიის მნიშვნელობაზე. ინკლუზია ნიშნავს არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, არამედ ყველა ადამიანისთვის თავისუფალ, თანასწორ, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას.
0
0