
მარნეულის სამხედრო ბაზაზე სადაც ახალწვეულმა თავი მოიკლა ოჯახის ახლობლები მივიდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ახალწვეულმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლები მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
„ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ სინამდვილეში რა მოხდა და რა ვითარებაში დაიღუპა იუსუფი. სულ ერთი თვეა, რაც ამ ბაზაზე მოვიდა. აქ ყველას გვეუბნებიან, რომ არ იციან რა მოხდა. ჩვენი მოთხოვნაა სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს. ცოტა დაუჯერებელია, რომ მას იარაღი გაუვარდა“, - აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.
„სამხედრო პოლიცია შევიდა შიგნით, ცხედრის დათვალიერება მიმდინარეობსო. მამამისიც აქ იყო, ცუდად გახდა, გონება დაკარგა და გადაიყვანეს საავადმყოფოში. საშინელება მოხდა და ყველა განადგურებული ვართ“, - ამბობენ ოჯახში.
0
0