
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, მისთვის დაუჯერებელი იყო ის, რაც 28 თებერვალს თეთრ სახლში მოხდა. ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარი შელაპარაკების შესახებ.
„ეს არ იყო ისე, როგორც უნდა წასულიყო. ჩვენ გვქონდა საუბარი მათ მოსვლამდე. ავუხსენით ჩვენი პოზიცია. ჩვენ ნამდვილად გვსურდა მოლაპარაკებების დაწყება. გაოგნებული ვიყავი, როცა ეს ხდებოდა, რადგან ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ წავიდა იმისგან, რაზეც წინასწარ ვსაუბრობდით. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვხედავდი. ვფიქრობდი, ეს რეალური ვერ იქნება, მაგრამ იყო“, – თქვა რუბიომ.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შელაპარაკება მოხდა. ინციდენტის შემდეგ აშშ-მა უკრაინას შეუჩერა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება. ასევე, 11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გაიმართება ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის. ეს იქნება პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაიმართება.
0
0