
რუმინეთის ერთ-ერთ პოპულარულ მთიან ტურისტულ ზონაში, ტრანსფაგარასანის გზაზე, დათვის თავდასხმის შედეგად, მამაკაცი გარდაიცვალა. მსხვერპლი მოტოციკლით მოძრაობდა.
BBC-ის ინფორმაციით, დათვმა მოტოციკლისტი 80 მეტრამდე სიმაღლის ციცაბო ხევში ჩაათრია.
„სამწუხაროდ, ის უკვე მკვდარი იყო, როდესაც ჩვენ ჩავედით. ჭრილობები უკიდურესად მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩაფხუტი და სრული დამცავი აღჭურვილობა ეკეთა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მსხვერპლმა ველოსიპედი იმ ნიშნის გვერდით გააჩერა, რომელიც დათვებისგან დისტანციის დაცვის შესახებ აფრთხილებდა. “, განუცხადა BBC-ს არგეშის ოლქის მთის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა იონ სანდულოიუმ.
ცხოველი ჯერ არ არის ევთანაზირებული. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.
რუმინეთი, ევროკავშირის მასშტაბით, ყავისფერი დათვების ყველაზე დიდი პოპულაციის ადგილია. ბოლო წლებში, ადამიანებზე დათვების თავდასხმის შემთხვევები გაიზარდა, რამდენიმე ფატალურმა ინციდენტმა კი უფრო მკაფიო რეგულაციების და პრევენციის სტრატეგიებში ინვესტირების მოთხოვნა გამოიწვია.
0
0