ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
ქუთაისი ემშვიდობება მარიკა მარუაშვილს, ლეგენდარულ ქალბატონს, ადამიანს, რომელიც მისი პრინციპულობის, პროფესიონალიზმისა და ნაკეთები სიკეეთეების გამო სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მარიკა მარუაშვილი ათეულობით წლები სათავეში ედგა განათლების მუშაკთა პროფესიულ გილდიას, ის როგორც მასწავლებელთა სახლის დირექტორი გამითებული იყო მთელს პროფესიულ წრეებში. საბჭოთა საქართველოში იგი წარმოადგენდა თანამდებობის პირთა იმ იშვიათ გამონაკლისს, რომლებიც პარტიის წევრი არ იყვნენ, მაგრამ მათ კარიერას ვერავინ აფერხებდა. მას ქონდა უდიდესი ავტორიტეტი და ამ გავლენებს მხოლოდ სიკეთისთვის იყენებდა.
მარიკა მარუაშვილმა გამიკვალა მეც გზა, როდესაც მეორე კლასელი ბავშვი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიმიყვანა და ავთანდილ სახამბერიძეს ჩამაბარა საიმედო ხელში. სწორედ მანდ შევხვდი ისეთ კარგ ადამიანებს როგორებიც იყვნენ და არიან სულხან მამისეიშვილი, გია გოგიშვილი, ენდი ძიძავა, თორნიკე მარჯანიშვილი, სპარტაკ ბენიძე, დავით გაჩეჩილაძე და სხვა მრავალი. ეს ადამიანებიც მარიკას სიკეთით ხელდასმულები იყვნენ. მასწავლებელთა სახლის ამ შენობაში ვინ არ იკრიბებოდა, მისი მეგობრები ოტია იოსელიანი, ნესტან კვეიძე, ზურაბ კუხიანიძე... სწორედ აქ დავმეგობრდი ამ სულმნათ ადამიანებთან.
დიდი მადლობა ძვირფასო "მარიკა მამიდა", თქვენ ხომ ყველას მამიდა იყავით ვისაც უჭირდა, ვისაც სციოდა, ვისაც მამა არ ჰყავდა და ზოგადად რამდენი რამე შეძელით ერთი ცხოვრებით.
იძინეთ მშვიდად, მსუბუქი იყოს ქართული მიწა თქვენი კეთილი სულისთვის. მე არასოდეს დამავიწყდებით! - წერს დათო ლიკლიკაძე.
0
0