
მწერალ დავით გორგილაძის გადაცემა, “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”, რომელიც საქართველოს პირველი არხის ეთერში რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა, დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაცია დავით გორგილაძემ ახალი ამბების სააგენტო “სფეისნიუსს" დაუდასტურა.
“მომდევნო წლიდან “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” საქართველოს პირველი არხის ეთერში აღარ გავა. ამას გიდასტურებთ. პირადი შეფასებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, ასევე არ დავასახელებ მიზეზებს.", - განაცხადა გორგილაძემ.
მისივე ინფორმაციით, პირველი არხი რამდენიმე გადაცემის დახურვას გეგმავს.
"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა პირველ არხზე 29 დეკემბერს გავა. იგი ამ ტელევიზიის თანამშრომელი აღარ იქნება. დავით გორგილაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.
0
0