
ქართველი მომღერალი, სოფო ბათილაშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ ერთ-ერთ გადაცემას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ნოე სულაბერიძე გვარით რომ მომიხსენიებს,ალბათ ბოტანიკის მასწავლებელია ჩემი. ან ქეისი შევიდა ისტორიაში როგორც “ბათილაშვილის საქმე” და მოვლენებს ჩამოვრჩი.
დათო ფორჩხიძეს და მის კოლეგებს რაც შეეხება,მეტი გულწრფელობა,ან საერთოდ დუმილი იქნებოდა ჩემი რჩევა.
ერთი უნდა ითქვას,დათო ფორჩხიძეს ადამიანურად მოუკვდა გული ჩემზე და ეს საცოდავი ესაო,დამიცვა.
მართლა ეს საცოდავები-მეთქი, ვფიქრობდი,რო გავიგე რეები ტრიალებდა და მაინც ყველა ბოლომდე თავმომწონედ განაგრძობდა ჟიურის თუ არაჟიურის სკამებზე ჯდომას,სიმღერას და ცეკვა-თამაშს.
სულ სხვისი ბრალია,იმიტომ რომ სულ თავის მოტყუებაა.
თავის მოტყუებაში დიდი სიმშვიდეა და პატარა საჯდომი.
ხოდა,ჩემო ლამაზო სამშობლო,ძაან მიყვარხარ,მარა რავი.
ა და ხო, დათო ფორჩხიძე,თქვენი,ძველების ენაზე გეტყვი: შენი “ბავშვი” ტყეში დარბის." - წერს ბათილაშვილი.
0
0