
დასტურდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული შეთქმულება არსებობს და ეს არის რეალობა, პროპაგანდისტული ლოზუნგებით და შანტაჟის ენით საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას და ზემოქმედებას ფიქრობდნენ, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ამ ზეწოლის და იდეოლოგიური პროპაგანდის დაძლევა, სიმართლე მაინც თავის გზა-კვალს პოულობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, წარმოუდგენელია, ეს პატარა ქვეყანა ამხელა ზეწოლას უმკლავდებხოდეს, არც იდენტობას კარგავდეს და არც სტრატეგიულ არჩევანს ღალატობდეს.
„დასტურდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული შეთქმულება არსებობს და ეს არის რეალობა. ამაში ფულია გადახდილი და ის ინტერესები დევს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან არ მოდიოდა. პროპაგანდისტული ლოზუნგებით და შანტაჟის ენით საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას და ზემოქმედებას ფიქრობდნენ, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ამ ზეწოლის და იდეოლოგიური პროპაგანდის დაძლევა, სიმართლე მაინც თავის გზა-კვალს პოულობს. ამ შემთხვევაში სიმართლე საქართველოს მხარეს არის. წარმოუდგენელია, ეს პატარა ქვეყანა ამხელა ზეწოლას უმკლავდებხოდეს და თავის არც იდენტობას კარგავდეს და არც სტრატეგიულ არჩევანს ღალატობდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
0
0