დანიის კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭ-ნაწლავის წამლების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გაზარდოს დემენციის განვითარების რისკი. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა Alzheimer's & Dementia (A&D) ჟურნალში.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები არის წამლების ჯგუფი, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავას გამომუშავებას. მათი მიღების გრძელვადიანი ეფექტის შესაფასებლად მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა 60-დან 75 წლამდე ასაკის 983 785 ადამიანზე (რომლებსაც არ ჰქონდათ დემენცია და არ იღებდნენ მედიკამენტებს კოგნიტური დარღვევისთვის). სუბიექტების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების შემდეგ დაიწყო დაკვირვების პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 18 წელი.
შემდგომი დაკვირვების დროს 99,384 მონაწილეს განუვითარდა დემენცია. აღმოჩნდა, რომ ამ დაავადების მქონე სუბიექტებს შორის დაახლოებით 21.2% იღებდა სულ მცირე ორ ასეთ პრეპარატს, მაშინ როდესაც ჯანმრთელი მონაწილეების ჯგუფში ეს მაჩვენებელი 18.9% იყო. მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ მძიმე კოგნიტური უკმარისობის ალბათობა ყველაზე მაღალი იყო იმ მონაწილეებში, რომლებიც იყენებდნენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გარდა ამისა, 60-69 წლის ასაკში დემენცია უფრო ხშირად ვლინდებოდა სუბიექტებში, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ინჰიბიტორებს.
0
0