27/09/2024
10:24
არჩევნები 2024
დასავლურმა სახელმწიფოებმა უნდა შეწყვიტონ სხვა ერების შიდა პოლიტიკაში ჩარევა და მითითებების მიცემა",- ამის შესახებ გამოცემა „Responsible Statecraft“ წერს.
გავლენიანი გამოცემის ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი ბაიდენის დამოკიდებულება არაგულწრფელია.
"ბაიდენის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტისადმი არაგულწრელია. ვაშინგტონი პატივს სცემს სხვა მთავრობების დამოუკიდებლობას იმდენად, რამდენადაც ისინი მოქმედებენ ვაშინგტონის სურვილის შესაბამისად",-ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი ხაზს უსვამს აშშ-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევის საკითხსაც.
"აშშ ახორციელებდა მსოფლიოში ყველაზე აქტიურ ჩარევას საარჩევნო პროცესებში. კარნეგი-მელონის კვლევაში აღწერილი იყო, თუ როგორ ჩაერია ამერიკა სხვა ქვეყნების არჩევნებში 81-ჯერ 1945-2000 წლებში."
სტატიაში მიმოხილულია საქართველოს სწორი პოლიტიკა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და აღნიშნულია, რომ თბილისის პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკაზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა. "ქართულმა ოცნებამ" კი ქვეყნის სუვერენიტეტი წარმატებით დაიცვა.
"მიუხედავად "ქართული ოცნების" მთავრობაზე თავდასხმებისა იმის გამო, რომ ის კიევს არ შეუერთდა ანტიმოსკოვური პოზიციის მიღებაში, მან წარმატებით დაიცვა საქართველოს სუვერენიტეტი. ქვინსის ინსტიტუტის წარმომადგენელი ანატოლ ლივენი აღნიშნავდა, მიუხედავად სურვილისა ქართული პოლიტიკა რეალურად ასახავს იმას, რასაც CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი უწოდებს „შუალედს“, რომელიც არ ემორჩილება რუსეთს
, არც დასავლეთს და მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე . ოპოზიცია ჩივის, რომ ხელისუფლება შესაძლოა დათმობებზე წავიდეს რუსეთთან. თუმცა, თბილისის პოლიტიკა უკრაინის პოლიტიკაზე ბევრად ეფექტური აღმოჩნდა. საქართველო თავისუფალი რჩება მაშინაც კი, როცა მეზობელთან სავაჭრო ურთიერთობებით სარგებლობს. რეალობასთან ადაპტაცია, როგორც ჩანს, მცირე ფასია არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის",- აღნიშნულია სტატიაში.
სტატიის ავტორი ხაზს უსვამს , თუ რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა მოკავშირეების მოთხოვნაზე დამორჩილებამ.
'მოსკოვის შეკავების თაობაზე მოკავშირეების მოთხოვნაზე დამორჩილება გამოიწვევს იგივე შედეგებს, რაც გამოიწვია 2008 წელს საქართველოში, როდესაც იგი უიმედოდ ელოდა ამერიკის მხარდაჭერას. როგორც ეს მოხდა უკრაინაში , როდესაც მოკავშირე მთავრობები უარს ამბობდნენ კონფლიქტში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ უარი თქვეს კომპრომისზე, რასაც მიმდინარე ომის თავიდან არიდება შეეძლო".
სტატიის ავტორი საქართველოში გასამართ 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხმიანება და ოპოზიციისა და უცხო მთავრობების ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"ოქტომბრის არჩევნების მოლოდინში, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიტიკოსიც კი ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიმართოს ადგილობრივ ამომრჩეველს და არა უცხო მთავრობებს",- წერს სტატიის ავტორი.
0
0