14/11/2022
12:55
მსოფლიო
მოსკოვი უარყოფს ინფორმაციას ინდონეზიაში ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტთან დაკავშირებით ჩავიდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინდონეზიის მთავრობის სამი წარმომადგენლისა და მედიკოსის განცხადებით, ლავროვი საკურორტო კუნძულზე გულის დაავადებას მკურნალობდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, სერგეი ლავროვი ქალაქ დენპასარში მდებარე სანგლაჰის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, საავადმყოფოს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის შესახებ გავრცელებულ განცხადებას "ყალბი ინფრომაცია" უწოდა.
„თვალებს ვერ ვუჯერებთ: თურმე ის [სერგეი ლავროვი] ჰოსპიტალიზებულია. ეს, რა თქმა უნდა, ყალბი ინფორმაციის აერობატიკაა. აბა, დაელოდეთ მსოფლიო ექსკლუზივს,“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორმა, მარია ზახაროვამ.
0
0