29/07/2023
13:52
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობით შავ ზღვაში რუსულ გავლენას ჩინურიც დაემატება, სავარაუდოდ, ახალი (ანაკლია?!) პორტითურთ (დეტალები დოკუმენტის გასაჯაროების მერე). ჰოდა, დასავლეთს შავ ზღვაში ჩინეთთანაც მოუწევს კონკურენცია. კონკურენცია კი არასდროს არის ცუდი - ამის შესახებ ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობით შავ ზღვაში რუსულ გავლენას ჩინურიც დაემატება, სავარაუდოდ, ახალი (ანაკლია?!) პორტითურთ (დეტალები დოკუმენტის გასაჯაროების მერე). ჰოდა, დასავლეთს შავ ზღვაში ჩინეთთანაც მოუწევს კონკურენცია. კონკურენცია კი არასდროს არის ცუდი. 2007-ში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა რომ განაცხადა, შავ ზღვაში ნატოს შემდგომ გაფართოებას არ დავუშვებო და დასავლეთმა ყურსმიღმა გაატარა, შედეგებს დღემდე ყველა ვიმკით. ჰოდა, ვნახოთ ერთად, რითი შეეგებება დასავლეთი შავ ზღვაში უკვე ჩინეთის მზარდი ამბიციის დაფიქსირებას. სტრატეგიულად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტებისთვის არაჩვეულებრივი მანევრების ჩატარების შესაძლებლობა ჩნდება: მაქსიმალური სარგებლის მიღება დიდი ქვეყნების ინტერესებიდან, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური ზრდის კუთხით. თუ დასავლეთმა უდარდელობით უპასუხა ჩინეთის ამ განაცხადს, დიახ - განაცხადს - რეგიონში საკუთარი ინტერესების გაფართოების თაობაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, რეგიონშიც და შავ ზღვაზეც კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების გავლენა სულ უფრო მზარდი და შეუქცევადი გახდება. მე ინდოეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ძებნასაც დავიწყებდი, ჩინეთის დასაბალანსებლად, როცა დალოცვილი გეოგრაფია ამის საშუალებას გაძლევს."
0
0