21/02/2023
14:25
მსოფლიო
დასავლეთს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ წმინდა წერილსა და მსოფლიო რელიგიების წიგნებში ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის ოჯახზე, რომ ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური საკრებულოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები დაკავებულნი არიან ოჯახის, კულტურული და ეროვნული იდენტობის ნგრევით, ბავშვების გარყვნილობითა და ძალადობით, პედოფილიით დამთავრებული. ეს ყველაფერი გამოცხადებულია მათი ცხოვრების ნორმად.
„მღვდელმსახურები და სასულიერო პირები იძულებულნი არიან, დალოცონ ერთსქესიანთა ქორწინება. დიახ, რაც უნდათ აკეთონ. რისი თქმა მინდა აქ: მოზარდებს აქვთ უფლება იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ, ჩვენ რუსეთში ასე ვექცევით და ყოველთვის მოვექცევით, არავინ ერევა პირად ცხოვრებაში და ჩვენ ამას არ ვაპირებთ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, გადახედეთ წმინდა წერილს, ყველა სხვა მსოფლიო რელიგიის მთავარ წიგნებს, იქ ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის, ის, რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. მაგრამ ახლა ეს წმინდა ტექსტებსაც კი ეჭვქვეშ აყენებენ“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
0
0