21/02/2023
13:57
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთმა, ომის დაწყებამდე, "ჯინი ბოთლიდან“ 10 წელიწადში „გაათავისუფლა".
მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების ბოლო კონფერენციაზე ბრალდებები ამ სიმართლის დასაფარად წამოაყენეს.
„დასავლეთი რუსეთს მტრის იმიჯს უქმნის, რათა საკუთარ ქვეყნებში არსებული კორუფციისა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან საზოგადოების ყურადღება გაფანტოს. დასავლეთში მილიონობით ადამიანი სულიერ განადგურებამდე მიჰყავთ“, - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, უკრაინის კონფლიქტი რუსეთთან გლობალურ კონფრონტაციად აქციონ და რუსეთის არსებობა საფრთხის ქვეშ მოაქციონ.
„ისინი აპირებენ ადგილობრივი კონფლიქტის გლობალურ კონფრონტაციად გადაქცევას, ჩვენ ეს ასე გვესმის და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - თქვა პუტინმა.
0
0