11/05/2022
14:07
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთისგან განსხვავებით, მოსკოვს ევროპაში ომის დაწყება არ სურს. თუმცა, საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ დასავლეთი რუსეთის დამარცხების აუცილებლობაზე განუწყვეტლივ აპელირებს.
"თუ თქვენ გაშფოთებთ ევროპაში ომის პერსპექტივა - ჩვენ [რუსეთს] ეს საერთოდ არ გვინდა.
თუმცა, თქვენს ყურადღებას მივმართავ იმ ფაქტისკენ, რომ დასავლეთი განუწყვეტლივ და დაჟინებით იმეორებს, რომ ომში აუცილებელია რუსეთის დამარცხება - დასკვნები თავად გამოიტანეთ". - თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
0
0