
დასავლეთის მცდელობები, დააწესონ საკუთარი წესები სხვა ქვეყნებზე სანქციების და პოლიტიკური ზეწოლის გზით, განწირულია მარცხისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.
„გლობალური მსოფლიო წესრიგი განიცდის სერიოზულ ტრანსფორმაციას. ზოგიერთმა დასავლურმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ არალეგიტიმური ეკონომიკური სანქციების, შეზღუდვების და პოლიტიკური ზეწოლის გამოყენებით, მათ შეუძლიათ დააწესონ საკუთარი წესები, ისე, რომ არ გაითვალისწინონ სხვების ინტერესები. ასეთი მცდელობები განწირულია მარცხისთვის" - განაცხადა მიშუსტინმა რუსეთისა და ჩინეთის მთავრობათა მეთაურების 27-ე მორიგ შეხვედრაზე.
როგორც რუსული მედია წერს, მან გამოთქვა რწმენა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში რუსეთ-ჩინეთის ყოვლისმომცველი და სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო სრულყოფილად გამოავლენს მის დიდ შემოქმედებით პოტენციალს.
0
0