29/06/2023
10:50
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარი თქვა სპეკულაციაში ჩართვაზე, თუ რამდენ ხანს დარჩება ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში გასულ კვირას რუსეთში მომხდარი ამბოხის შემდეგ.
კითხვაზე, იქნება თუ არა პუტინი რუსეთის პრეზიდენტი კიდევ უფრო ხანგრძლივად, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიზანია, მხარი დაუჭიროს უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში და არა რუსეთის რეჟიმის შეცვლაში.
კითხვაზე, იმედოვნებდა თუ არა, რომ აჯანყება დაასრულებდა პუტინის მმართველობას, შოლცმა უპასუხა:
„გაურკვეველია, იქნება თუ არა კრემლის ხელმძღვანელის შეცვლა საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ არ ვიცით, პუტინის შემდეგ უკეთესი მოვა, თუ უარესი“.
„ვაგნერის ჯარები არის სამხედრო შენაერთი, რომელიც ძალიან აგრესიულ როლს თამაშობს მთელ მსოფლიოში და, კონკრეტულად, რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას“, - აღნიშნა შოლცმა.
თუმცა, გერმანიის კანცლერი თვლის, რომ რუსეთში მომხდარმა წარუმატებელმა ამბოხებამ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასუსტა.
”ეს ადასტურებს, რომ ავტოკრატიულ ძალაუფლების სტრუქტურებს ბზარი გაუჩნდა და ის [პუტინი] ვერ ზის ძველებურად მტკიცედ სავარძელში,” - განუცხადა შოლცმა გერმანულ მაუწყებელს ARD-ს.
შოლცმა დასძინა, რომ გაურკვეველია, გაზრდის თუ არა კრემლი უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანის შესაძლებლობას და რამდენად დასაშვებია სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება.
0
0