05/12/2022
16:16
ეკონომიკა
ორშაბათს, კრემლმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვა გლობალური ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციას გამოიწვევს და ვერ მოახდენს გავლენას მოსკოვის უნარზე, გააგრძელოს "სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში.
„რუსეთი ემზადება, თუ როგორ უპასუხოს „დიდი შვიდეულისა“ (G7) და მოკავშირეების ნაბიჯს, აეკრძალოს ქვეყნებსა და კომპანიებს ნავთობის რუსული საზღვაო ექსპორტი, რომლის ფასი ბარელზე 60 დოლარზე მეტია. რუსეთსა და რუსეთის ეკონომიკას საჭირო შესაძლებლობები აქვს, რათა სრულად დააკმაყოფილონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის საჭიროებები და მოთხოვნები,“ - განაცხადა კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა დასძინა, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება „სრულ დესტაბილიზაციას მოახდენს გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე“ და მიმართა ევროპელებს, რომ უფრო მაღალი ფასებისთვის მოემზადონ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში წარმოებული ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024