04/04/2023
13:56
პოლიტიკა
დასავლეთის ქვეყნები აიძულებენ საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავს დასავლეთის მცდელობებს "დაარწმუნოს თბილისი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაბრუნების წინაპირობები უკვე შექმნილია".
„დასავლეთის დედაქალაქების განზრახვა არის უკრაინის დახმარება. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არ არის, შესაბამისად, ამ გზით აიძულებენ საქართველოს, შევიდეს სამხედრო კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან“, - დასძინა რუსეთის სპეცსამსახურის დირექტორმა.
"რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი სამუშაო ვიზიტით მინსკში იმყოფება. დღეს, 4 აპრილს, ნარიშკინი ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო.
0
0