21/11/2022
21:47
ომი უკრაინაში
ბოლო დღეებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც უწყების პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, “დასავლეთი კიევის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის თანამონაწილეა”.
მან ამის შესახებ “ტელეგრამ” არხზე დაწერა და ზაპოროჟიეში განვითარებულ მოვლენებში კიევი დაადანაშაულა.
უფრო მეტიც, ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის დამადასტურებელი ყველა მონაცემი უკვე გაუგზავნა.
საგარეო უწყების წარმომადგენელი წერს, რომ “კიევი მზადაა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო წარმომადგენლები სიკვდილის საფრთხის წინაშე დააყენოს”.
"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნომ უნდა მოუთითოს, კონკრეტულად ვინ უტევს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს; უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების გამო, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება ტექნოგენურ კატასტროფას მიუახლოვდა", წერს ზახაროვა "ტელეგრამში.
0
0