24/05/2023
21:30
პოლიტიკა
საიდუმლო არ არის, რომ დასავლელი ოპონენტები ცდილობენ, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნონ ჩვენი მრავალი პარტნიორი, რომ შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთს არ აინტერებს, თუ რა ზარალს მოუტანს რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტა ამ სახელმწიფოებსა და ხალხს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას.
„მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ჩვენ ვასრულებთ სრულად. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სრულად და დროულად ვასრულებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და საერთოდ, ჩვენს შეთანხმებებს სრულად ვასრულებთ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
0
0