
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის მოკავშირეებს მოუწოდა, რომ ომის შედეგად რუსული სახელმწიფოს შესაძლო დაშლის გამო არ შეშინდნენ;
იმავდროულად, მინისტრმა კიევის უფლება დაიცვა, რაც ითვალისწინებს რუსეთის ტერირტორიაზე არსებული სამიზნეებზე თავდასხმას. მან პირობა დადო, რომ უკრაინა არასოდეს მიიღებს ისეთ სამშვიდობო რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, კიევი თითქოსდა რუსების მიერ ოკუპირებულ მიწებს, მათ შორის მოსკოვის კონტროლის ქვეშ მყოფ ყირიმს, დათმობს.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან, რათა არ დაუშვან ომში უკრაინის დამარცხება, ყველა მათგანის მიზანი უკრაინის სრული სამხედრო გამარჯვება არ არის. კიევს კი სურს არა მხოლოდ თებერვალში რუსული არმიის შემოჭრის შემდეგ დაკარგული მიწების, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულისა და სხვა ტერიტორიების დაბრუნება - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ჩათვლით, რომლებიც 2014 წელს რუსეთის მმართველობის ქვეშ მოექცნენ.
0
0
სამეგრელოში სამ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა
14/05/2025