18/04/2023
14:00
პოლიტიკა
„ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, ეს 4 მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, მათ თქვეს, ასეთი კავშირები დანაშაულები არსებობს და შესაბამისად, უნდა მოემზადონ შემდეგში: პროკურორები, მაღალი თანამდებობის პირები და სუსის ხელმძღვანელი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ 4 მოსამართლის მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სასამართლო და ამასობაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა 4 ადამიანის სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, ცერცვაძე და შენგელია. განმარტეს, რომ საუბარია - შანტაჟზე, მუქარაზე, ღამის საუბრებზე და კორუფციაზე. დარწმუნებული ვარ, აშშ-მა ის ნამდვილად არ თქვა, ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს ურეკავს და ერთმანეთზე ახორციელებენ ზეწოლას ანუ არსებობენ გარეშე პირები, მათ შორის, პროკურორი შოთაძე, „ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძე ანუ ვისაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეზე. ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, ეს 4 მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, მათ თქვეს, ასეთი კავშირები დანაშაულები არსებობს და შესაბამისად, უნდა მოემზადონ შემდეგში: პროკურორები, მაღალი თანამდებობის პირები და სუსის ხელმძღვანელი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში, აბა ჩინჩალაძე შენგელიას რომ არა აშინებს და ცერცვაძე მურუსიძეს - გასაგებია.
ამ ადამიანების [ დასანქცირებული 4 მოსამართლე] მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, მათ შორის, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და გრიგორიადისი, სხვანაირად წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ არ არსებობს სასამართლო. როგორ არ გაგიჩნდათ კითხვა, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 300 000 ლარი მიწის ნაკვეთში რომ გადაიხადა მურუსიძემ, ერთი 200 000 ლარი სახლის რემონტს რომ დაამატა, მერსედესი იყიდა და ნახევარ მილიონს გასცდა, ეს საწყალი კაცი, როგორც თქვენ უწოდებთ, კეთილსინდისიერი რომ არის და არაფერს არ აშავებს, 600-700 ათასი ლარი თუ კორუმპირებული არ არის ასეთ რამეებში გაჭირვების დროს რანაირად დახარჯა“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0