16/05/2022
11:23
სამართალი
"დარწმუნებული ვიყავი, რომ დაიჭერდა. 10 წელია ვერ გვასწავლა ივანიშვილმა საკუთარი ფსიქოტიპი. ასე ხელშესახებად არასდროს ახლოს არ ყოფილა შურის საძიებლად და მეცინებოდა ხალხი ჯარიმას რომ ელოდა",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შესახებ წერს.
"ანალოგიებზეც მეცინებოდა, "იმას ხომ ჯარიმა დააკისრა?".. ნიკა გვარამია "ის" არ არი... ის ერთადერთია და ეს ყველაზე უკეთ იცის ივანიშვილმა. ამ კაცთან ლოგიკა არ მუშაობს. ის მებრძოლებს თავისუფლებაზე არ ტოვებს, წარმოუდგენლად მიმაჩნდა ნიკა დაეტოვებინა გარეთ. ნიკა, რომელიც 10 წელი მთავარი მებრძოლია თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში, რეჟიმმა დააპატიმრა. ეს არის სწორედ ტოტალიტარიზმის ლოგიკა.
ამით არაფერი დასრულებულა. ნიკა გვარამია, ვიცოდით რაც იქნებოდა, მალე გავთავისუფლდებით" - წერს ხერხეულიძე.
„მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვის თავისუფლებით აღკვეთა მიუსაჯა.
0
0