09/01/2025
14:49
სპორტი
„ჰაიდენჰაიმი“ ესპანეთის ქალაქ ალგორფაში ოთხშაბათამდე ბუნდესლიგის განახლებისთვის ემზადებოდა. დასრულებული შეკრება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა SWR Sport-თან შეაფასა და ახალწვეულზე, ბუდუ ზივზივაძეზეც ისაუბრა.
„ორი ახალი მოთამაშე გვყავს და შემადგენლობის ცვლილებაზეც ვფიქრობდით. გვინდოდა, ზუსტად გვენახა, ბუნდესლიგის პირველ თამაშებში როგორი გუნდის კონტურები გამოიკვეთებოდა.
„ჰაიდენჰაიმი“ ახალ საფეხბურთო წელს ბუნდესლიგაში ზედიზედ შვიდი მარცხით შეხვდება. როცა ასეთ ნეგატიურ მორევში მოხვდები, მისგან ადვილად ვერ გათავისუფლდები. არც პანაცეა გვაქვს. ამ დროს მოკლე შესვენება და შეკრება კარგი იყო, რადგან გუნდმა ბევრი იმუშავა და ახალი კონკურენტული გარემო შეიქმნა. თითოეული მოთამაშე ცდილობდა მაქსიმუმი გაეცა. შაბათს კი ბუნდესლიგას ბერლინის „უნიონთან“ მატჩით განვაახლებთ.
როგორია ჩემი შთაბეჭდილება „კარლსრუედან“ გადმოსულ მეორე დივიზიონის ბომბარდირ, ბუდუ ზივზივაძეზე? კარგი. იმის მიუხედავადაც, რომ ახალი წლის პირველი დღეები მისთვის ძალიან დაძაბული იყო. უზომოდ მადლობელი ვარ „კარლსრუეს“ მწვრთნელის კრისტიან აიხნერისა და მისი გუნდის, იმისთვის, რომ ჩვენ ახლა ტოპ-მოთამაშე გვყავს. მათ ზივზივაძე კარგად „გახსნეს“. მჯერა, რომ ქართველი თავდამსხმელი „ჰაიდენჰაიმს“ დაუყოვნებლივ დაეხმარება, ხოლო სხვა მოთამაშეებს თავისი გამოცდილებით შეეშველება“, – ამბობს „ჰაიდენჰაიმის“ მწვრთნელი.
„ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში სეზონს შაბათს ბერლინის „უნიონთან“ მატჩით განაახლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
0
0