უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ახლოს არის ნატოში გაწევრიანებასთან. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებასთან ახლოს არის. შემდეგი ნაბიჯი იქნება [გასაწევრიანებლად] ოფიციალური მიწვევა, ხოლო შემდეგ სრული წევრობა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე, ნატოში გაწევრიანების ჩათვლით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მიწვევას გავუგზავნით, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
0
0