
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ 2 შეხვედრას 23 თებერვალს (ნიდერლანდებთან) და 26 თებერვალს (ისლანდიასთან) გამართავს, დადებითი შედეგის შემთხვევაში კი პირველად მსოფლიოს პირველობაზე გავლენ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სპეციალური ვიდეომიმართვა გაუგზავნა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს და ხვალინდელ მატჩზე წარმატება უსურვა:
ხვიჩა კვარაცხელია:
"ბიჭებო, მოგესალმებით! წარმატებები მინდა გისურვოთ ამ 2 უმნიშვნელოვანეს თამაშში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ და ისტორიას დაწერთ. თითოეული ქართველი თქვენს გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენსკენ! აბა თქვენ იცით, წარმატებები".
0
0
უმეტესად ღრუბლიანი - ამინდი ხვალ
24/07/2025