24/12/2024
16:09
პოლიტიკა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა, თბილისის მერს, კახა კალაძეს, მადლობა გადაუხადა დედაქალაქში გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახნას ეხებოდა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დედაქალაქის მერს მადლობა გადაუხადა როგორც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს იმ სიმტკიცისთვის და ღირსებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს შეუნარჩუნეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა. მისი თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი კი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს.
„ის ოთხი პოლიტიკური პარტია თუ რა პროცესებს ახორციელებს, ამას კარგად აფასებს ქართველი ხალხი. იმ დავალებებს, რომლებიც მოდის უცხოეთიდან, ვერ ასრულებენ ოპოზიციური პარტიები, რადგან მათი პოლიტიკა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა, საკრებულოს დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წლისთვის შესაძლებელი იქნება საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დიღმის მასივის მესამე კვარტალში.
0
0