დარწმუნებული ვარ, გახარიას მხარდამჭერების უდიდესი უმრავლესობა მეორე ტურში ჩვენს კანდიდატებს დაუჭერს მხარს - ირაკლი კობახიძე
05/10/2021
13:16
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ ყველა საარჩევნო ოლქში მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურს. ეს ის მოცემულობაა, რაც გვაქვს. გახარიას პოზიციას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ მის ფაქტორს აღარანაირი დატვირთვა აღარ აქვს ქართულ პოლიტიკაში. მან თავისი როლის შესრულება სცადა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას მთავარი ფუნქცია მაინც იყო არა მელიას გადაყვანა მეორე ტურში, არამედ ის, რომ 43%-მდე ჩამოეყვანა „ქართული ოცნება“.
„გახარიამ ეს დავალება ვერ შეასრულა, შესაბამისად ის არის აბსოლუტურად ფასდაკარგული ყველასთვის, მათ შორის მისთვის დავალებების მიმცემებისთვის. რაც შეეხება 100 ათასზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა გახარიას და მის პარტიას. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეაფასებენ მთელ მოცემულობაა. მათ შორის გაიხსენებენ იმისაც, რასაც ჩვენ ვამბობდით გახარიას დავალებასთან დაკავშირებით. აქედან დასკვნებს გამოიტანენ და დარწმუნებული ვარ, მათი უდიდესი უმრავლესობა მეორე ტურებში მხარს დაუჭერს სწორედ ჩვენს კანდიდატებს“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0
141578
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%