27/04/2023
12:17
პოლიტიკა
„დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-ის ელჩთან შეთანხმებით მოხდა ჩვენი აკრძალვა“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის წარმომადგენლობას ეწყინა, რომ პარტია პარლამენტში არ შევიდა.
„ჩემი განცხადება არ ყოფილა ემოციების გადმოფრქვევა. თავს ვიკავებდით, არ ვაწყენინოთ ამერიკელებს, არ გადავიკიდოთ. დიპლომატიური კომპონენტი პოლიტიკურ მოღვაწეობაში აუცილებელია. იმათი [ამერიკის] წარმომადგენლები აქ - სხვა ამერიკაა, სხვა მასშტაბებზე არიან. აკრძალეს ჩვენი პარტია და ერთი საპროტესტო განცხადება არ გააკეთა ელჩმა და ელჩის მოადგილემ. გვაქვს ეჭვი და დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-ის ელჩთან შეთანხმებით მოხდა ჩვენი აკრძალვა, რადგან მას ეწყინა, რომ პარლამენტში ვერ შეგვყარა სხვებივით“, - აცხადებს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი.
0
0