
დარწმუნებული ვარ, ჩემი და პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება, პრეზიდენტი თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს, ამაში კრიმინალი არაფერია, – ამის შესახებ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ
მისივე თქმით, ყველასთვის გასაგებია, რომ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის.
„ეს საქმე გრძელდება წლების მანძილზე, უკვე ათეულს გადასცდა. ის, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ არის, ყველასთვის გასაგებია. რაც შეეხება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამდენი ყოყმანის შემდეგ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას, ისევე როგორც დამტკიცდება პრეზიდენტ სააკაშვილის უდანაშაულობა. პრეზიდენტი თავის უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემდა განკარგულებებს, სახელმწიფო და სპეციალური სამსახური კი ამ განკარგულებებს ასრულებდა. ამაში კრიმინალი არაფერია“, – განაცხადა თემურ ჯანაშია.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.
0
0