25/02/2022
13:18
პოლიტიკა
“ჩვენი მოქალაქეებისთვის მოწოდებაა, რომ დარჩნენ სახლში, როდესაც საყვირის ხმა იქნება, ჩავიდნენ თავშესაფარში. თავი შეიკავონ საზღვრების მიმართულებით გადაადგილებისგან, ვინაიდან გადატვირთულია როგორც ქალაქიდან გასასვლელი გზები, ასევე საზღვართან, გამშვებ პუნქტებთან მისასვლელ გზებზე უზარმაზარი საცობებია. შეტევები არის სხვადასხვა მიმართულებიდან, ამიტომ იმის გარანტია, რომ კიევიდან ლვოვამდე ადეკვატური გადაადგილება მოხერხდება, არ არის”, – განაცხადა ზაქარაშვილმა.
უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები იღებენ რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
“უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”, – წერს სამინისტრო.
0
0