
“ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე არ მიკვირს, ეს ბოროტი რევანშისტების უცვლელი პორტრეტია. მიკვირს სამეცნიერო წრეებიდან კოლეგების დუმილი იმ სისაძაგლეზე, რაც ფსევდოლიბერალმა ფაშისტმა დარჩიაშვილმა იკადრა” - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ძნელი წარმოსადგენი არაა, ამ სამარცხვინო მდუმარებაში მყოფმა ცალკეულმა პროფესორებმა და ლექტორებმა რა უნდა ასწავლონ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე მომავალ თაობას
„ნაცრადიკალი დავით დარჩიაშვილის მიერ დაწერილი სიბინძურე სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე არ მიკვირს, ეს ბოროტი რევანშისტების უცვლელი პორტრეტია. მიკვირს სამეცნიერო წრეებიდან კოლეგების დუმილი იმ სისაძაგლეზე, რაც ფსევდოლიბერალმა ფაშისტმა დარჩიაშვილმა იკადრა. ლატენტური ნაცსექტანტობა უკვე აღარაა დაფარული. ყველაფერი ხელის გულზე ჩანს.
ამ სამარცხვინო მდუმარებაში მყოფმა ცალკეულმა პროფესორებმა და ლექტორებმა რა უნდა ასწავლონ დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე მომავალ თაობას, ძნელი წარმოსადგენი არაა“, - წერს გია აბაშიძე.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?", - წერს დარჩიაშვილი.
0
0