29/04/2022
13:39
პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.
„ტრადიციულად, როგორც აქამდე, ჩვენ, საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მეგობარ უკრაინას ამ რთულ პერიოდში ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად აღმოვუჩინოთ დახმარება. ასე იყო და ასე გაგრძელდება. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის განცხადებები ორმხრივ ურთიერთობებს ძალიან აზიანებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ იქნება და ეს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს არ გაართულებს.
ჩვენი მიზანია, რომ ისეთ რეჟიმში, როგორც ვაკეთებდით და ვცდილობდით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ჩვენ ამ რეჟიმში გავაგრძელებთ და სამწუხაროა, რომ მსგავსი ტიპის გაუგებარი განცხადებები ვრცელდება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზიანს აყენებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
„უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.
0
0