09/08/2022
12:34
პოლიტიკა
„ყველაფერი კარგი, რაც ჩვენთვის კარგია რუსეთისთვის გამაღიზიანებელია“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დღეს რუსების მხარესაა.
„ჩვენი გაცხადებული პოლიტიკით რუსეთს არ ვაღიზიანებთ. ყველაფერი კარგი, რაც ჩვენთვის კარგია რუსეთისთვის გამაღიზიანებელია. რუსეთს არ სურს თავის სახმელეთო საზღვარზე იხილოს ქვეყანა, სადაც არის ჩამოყალიბებული ლიბერალური დემოკრატია, სადაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება და არსებობს დემოკრატიის ინსტიტუტები.
უკრაინის ომმა აჩვენა, ვითომ მსოფლიოში მეორე არმია, სინამდვილეში არანაირი მსოფლიოში მეორე არმია არ არის და უკრაინა მალე აქტიურ შეტევაზე გადავა. ძალიან კარგად იციან, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში და ვინ არის რუსეთი. მმართველი გუნდი დღეს რუსების მხარესაა. მათ განცხადებებში არაფერი არ არის უცხო. რუსებს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ და ეს უნდა იგრძნონ მათ, თუ ამას მივაღწევთ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე.
თუ რამე რისკები არსებობს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, ამ რისკების განეიტრალებას სჭირდება შესაბამისი უშიშროების სამსახურები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. სავიზო რეჟიმი, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ბერკეტი. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც იქცევიან გამაღიზიანებლად საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შეუქმნან დისკომფორტი.
რუსეთს შემოსვლა თუ უნდა საბაბს იპოვის ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ დაქოქავენ ტანკებს და შემოვლენ. უკრაინაში შევიდნენ სრულიად მოგონილ სისულელეზე. თუ შემოსვლა უნდათ შემოლაგდებიან უპრობლემოდ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
0
0